logo_geo
დავით ოქიტაშვილი: არცერთი ჭკუათმყოფელი მშობელი ამ ფესტივალზე შვილს აღარ გაუშვებს
- +

17 აგვისტო. 2017. 03:51


 

„არცერთი ჭკუათმყოფელი მშობელი ამ ფესტივალზე შვილს აღარ გაუშვებს", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, Gem Fest-ზე საუბრისას განაცხადა.


„ფესტივალმა თავისი თავი ამოწურა. იმის გარდა, რომ 22 წლის გოგონა შეიწირა და ახალგაზრდები მოიწამლნენ, დიდი ზარალი ნახეს მეწარმეებმაც. ჩემს ახლობელს აღებული ჰქონდა კვების ობიექტი, მაგრამ მომხმარებელთა არყოფნის გამო, სამუშაო ჩაუვარდა. არადა, თქვეს, ფესტივალს 20-30 ათასი კაცი ესწრებაო. როგორ, ამდენ ხალხში 3 000 კაცს მაინც არ მოშივდებოდა? კიტრით, პომიდვრით და ბუტერბროდებით იყვნენ ფესტივალზე მისულები? ეს მეწარმეებიც ენდნენ ფესტივალის ორგანიზატორებს და გაკოტრდნენ. ეს არის ფაქტი", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.














 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი