logo_geo
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საერთაშორისო აეროპორტში გადაბარგდა!
- +

6 დეკემბერი. 2016. 21:38



საინფორმაციო სააგენტო expressinfo მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს:


„თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს. უბრალოდ სურს, უკრაინაში პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე იყოს და დარწმუნებულია ახალი ძალების გამარჯვებაში, ის აუცილებლად მოიგებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს:

 

„ჩემთვის თანამდებობა არ არის თვითმიზანი. ჩემი მიზანია ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად შევძლებ უკრაინაში ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევას".

 

P.S. ჩვენ კი ზუსტად ისეთ სურათს ვვარაუდობთ, როგორსაც ამ ვიდეოში ხედავთ. ფაქტობრივად, ასე იქნება, მიხეილ სააკაშვილი უკვე გადაბარგდა უკრაინის საერთაშორისო აეროპორტში, მაგრამ... პასპორტი, სადაა პასპორტი, მიხეილ?!"


 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი