logo_geo
გიორგი აბდალაძე: სააკაშვილის უშუალო ბრძანებით იყო ყველაფერი გაკეთებული!
- +

6 დეკემბერი. 2016. 22:42



ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით „tvპირველის" ეთერში საუბრობს. როგორც აბდალაძემ აღნიშნა, გამოძიება ადრე თუ გვიან მთავრ დამკვეთამდეც მივა. აბდალაძე ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკვეთის გარეშე ფოტოგრაფებს არავინ შეეხებოდა.


„საგამოძიების თანმიმდევრობას თუ მივყვებით ადრე თუ გვიან დამკვეთებამდეც მივალთ. დევნოზაშვილი, რომელიც დააპატიმრეს ის ერთ-ერთი დამკვეთი არის ბრძანების. მან შესრულა ბრძანება რომელიც მაღალი თანამდებობის პირებისგან მიიღო. დევნოზაშვილი მარტო ჩვენს საქმეში კი არ ფიგურირებს, არამედ ე.წ. ბათუმელების საქმეშიც. სასამართლობ აღნიშნულ საქმეზე პატიმრობა არ მიუსაჯა და ვნახოთ, ჩვენი საქმის შემთხვევაში სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სააკაშვილის ბრძანების გარეშე ფოტოგრაფებს ხელს არავინ მოკიდებდა. სააკაშვილის უშუალო ბრძანებით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული",- განაცხადა აბდალაძემ. 


 

big_banner
არქივი