logo_geo
გიორგი აბდალაძე: 26 მაისის გამო დავისაჯეთ...
- +

6 დეკემბერი. 2016. 23:49


 

„მერაბიშვილი, ხიზანიშვილი, ადეიშვილი და ე.წ. სხვა ფეისები წყვიტავდნენ ჩვენს ყოფნა არ ყოფნას. ყველა მექანიზმი გამოიყენეს, რომ ჩვენგან აღიარება მიეღოთ",- ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ „tvპირველის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფოტოგრაფები 26 მაისის გამო დაისაჯნენ.


„თითოეული ჩვენგანი 26 მაისის გამო დავისაჯეთ. დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნდა ეს ფოტოები, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია თუ რა მეთოდებით გაუსწორდნენ მომიტინგეებს.

 

ღამის 3 საათი იყო, როდესაც ჩემთან სახლში 30 კაცამდე ადამიანი შემოვარდა, ბრალი წამიკითხეს ჯშუშობაზე, რაზეც გამეცინა. გრიფი ედო დოკუმენტებს, რომელიც არის ტენოგრამები, თითქოს მე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ოთახიდან წამოვიღე და შემდგომ ვითომ ქურციკიძისთვის უნდა გადამეცა. ვინ როდის და როგორ ჩადო ეს დოკუმენტაცია ჩვენს საქმეში ან რა შინაარსისა დღემდე არ ვიცით. ეს ყველაფერი სასამართლო პროცესებზე გაჟღერდება. ეს იყო სტილი ერთგვარი, რომლითაც წინა პროკურატურა მუშაობდა. იმ პერიოდში ამ მეთოდით ცდილობდნენ გახმაურებული საქმეები გადაეფარათ. ჩვენი დაჭერით ისინი ცდილობდნენ ყველა ჟურნალისტი გაეფრთხილებინათ, რომ აზრადაც არ მოსვლოდათ მათზე რაიმე საწინააღმდეგო დაეწერათ.

 

მომავალი სასამართლო ძალიან საინტერესო იქნება მედიისთვისა, რადგან მათი მხარდაჭერა რომ არა ჩვენი ისტორია როგორ დამთავრდებოდა კაციშვილმა არ იცის",- განაცხადა აბდალაძემ. 


 

big_banner
არქივი