logo_geo
დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს: ეს ჟურნალია, კინოს მალე ნახავ!
- +

30 აგვისტო. 2017. 22:44



კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დათო ოქიტაშვილი აცხადებს, რომ პროფკავშირის პრეზიდენტის მოადგილის ეთერ მათურელის მოთხოვნა იყო, რომ მის და სხვა დარგობრივ პროფკავშირებს ყრილობაზე მიეღოთ ირაკლი პეტრიაშვილის მხარდამჭერი წერილი, რომელიც გაეგზავნებოდა ირაკლი პეტრიაშვილს.


„თუ თქვენ არ აპირებდით არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ რატომ აკეთებდით ასეთ წერილებს? როცა ამბობთ, რომ მე პატარა პაიკი ვარ და დიდი პაიკი მმართავს, იქნებ დაასახელოთ ვინ არის ის დიდი პაიკი", - მიმართა დათო ოქიტაშვილმა ირაკლი პეტრიაშვილს.


ოქიტაშვილმა ასევე განაცხადა, პეტრიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალ კობალაძის მამა და მის ადგილზე დანიშნა სანდრო გირგვლიანის მკვლელის გია ალანიას მამა.


„ეს ჟურნალია, კინოს მალე ნახავ", - მიმართა დავით ოქიტაშვილმა ირაკლი პეტრიაშვილს.










 

big_banner
არქივი