logo_geo
დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს: შენნაირი ბანდიტი და მკვლელი არ ვარ! დამთავრდები!
- +

31 აგვისტო. 2017. 00:55


 

„გირგვლიანის მკვლელი ხარ! გირგვლიანის! შენნაირი ბანდიტი და მკვლელი არ ვარ", - ამ სიტყვებით კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების პრეზიდენტს ირაკლი პეტრიაშვილს ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში მიმართა. როგორც ოქიტაშვილმა განაცხადა, პეტრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გადმონაშთია, რომელიც უნდა დამთავრდეს.


„ამას როგორ უნდა ველაპარაკო, ეს არის ბანდიტი. მოსახლეობამ იცოდეს, მე ვუსვამ ირაკლი პეტრიაშვილს კითხვას, რატომ გაათავისუფლა გენერალ კობალაძის მამა სამსახურიდან და მის ადგილას დანიშნა გია ალანიას მამა, გირგვლიანის მკვლელის მამა. გამცეს პასუხი! მე კონცერტებიდან ვიღებდი ფულს შენ კი მკვლელებისგან. ეს ძველი მთავრობის გადმონაშთი უნდა დამთავრდეს! შენ დამთავრდები შე მკვლელო!" - მიმართა  დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების პრეზიდენტს.











 

big_banner
არქივი