logo_geo
მამუკა არეშიძე: „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა აჩვენა ერთი ეპიზოდი, რომელმაც ჩემი ეჭვი უფრო გაამძაფრა...
- +

1 სექტემბერი. 2017. 13:20



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენა ქვეყნის პრესტიჟის შელახვაა.


„ვიღაცამ იცოდა, რომ საქართველოს სახელმწიფო ასეთი მასშტაბურ ხანძრებთან საბრძოლველად მზად არ იყო და ეს მეთოდი გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კარგად არის მოფიქრებული და გააზრებული. „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა აჩვენა ერთი ეპიზოდი, რომელმაც ჩემი ეჭვი უფრო გაამძაფრა. ის ძლივძლივობით ავიდა რაღაცა მთაზე, ამბობდა კიდეც, რომ აქ ამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელიაო და იქ აღმოაჩინა ხანძრის პატარა კერა. თანაც ისეთი ბუნებრივი მოცემულობა იყო, რომ იქ ის ხანძარი ვერაფრით ვერ გაჩნდებოდა თავისით. ვიღაცამ გააჩინა შეგნებულად. თან ისეთი პატარა კერა იყო, ან როგორ შენიშნეს ქვევიდან. თუმცა ეს სხვა თემაა. ასეთი ფაქტები რამდენიმე იყო და ეს მაფიქრებინებს, რომ დივერსიაა. ძალიან ბევრი კურდღელი მოიკლა ამ შემთხვევაში. ერთი ის, რომ უმძიმესი დარტყმა მიადგა ეკონომიკას, ეკოსისტემას - ძალიან სერიოზული, აქედან გამომდინარე, ტურისტულ პოტენციალს და ბევრ სხვა რამეს და სერიოზული დარტყმა მიადგა ქვეყნის პრესტიჟს. აშკარაა, რომ რაღაცა ჯგუფები მუშაობს ადამიანებისა, ვიღაცისგან აღებული აქვთ ფული და წვავენ ამ ქვეყანას. ეროვნებით ქართველები არიან ეს ადამიანები! მათ გეგმაში ხელისუფლების დისკრედიტაციაც შედიოდა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი