logo_geo
ლელა კაკულია: ვხედავ სამ ადამიანს, რომლებმაც ბორჯომში ცეცხლი გააჩინეს
- +

2 სექტემბერი. 2017. 11:30

 


წელს ჩვენს ქვეყანაში გაჩენილმა ხანძრების რაოდენობამ უამრავი კითხვა გააჩინა. განიხილება სხვადასხვა ვერსია, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია, რომ ცეცხლის კერას განგებ აჩენენ. სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ და უცხო ქვეყნის მხრიდან დივერსიას არ გამორიცხავენ. ამ თემაზე „სარკესთან" წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ ისაუბრა.


„ხანძრების შესახებ მრავალჯერ ვიწინასწარმეტყველე და ეს ყველაფერი ჩემს წიგნში მაქვს შეტანილი. ჩემი ნათქვამი კიდევ უამრავი რამ აღსრულდება...

 

ჩემს ხილვებში ვხედავ, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება. რაც მოხდა ბორჯომის ხეობაში და რაც საერთოდ ქვეყანაში ხდება, ამაზრზენი ფაქტია, მაგრამ ამის მერე უკეთესი გახდება ბორჯომის ხეობა. უნიკალური ჯიში ხეები დაირგვება, რომლებიც აქამდე არ ყოფილა. ვხედავ აბიბინებულ მდელოებს, აშოლტილ ტყეებს...

 

მე დავინახე სამი ადამიანი. დივერსიას ჰგავს ეს ყველაფერი. სხვადასხვა ადგილებში ჩნდება ცეცხლი და გამორიცხულია, ეს სპეციალურად გაჩენილი არ იყოს. იმ სამ ადამიანზე, რომლებსაც მე ვხედავ, აუცილებლად ილაპარაკებენ. ტელევიზიით გახმოვანდება ეს ამბავი.

 

რუსეთმა რაც საქართველოს გაუკეთა და რასაც აკეთებს, რა გასაკვირია, რომ მათი გაკეთებული იყოს?! ერთი რუსია და ორი უფრო კავკასიელს ჰგავს. კავკასიელებს იყენებენ, რომ, თუ გაირკვევა, რაშია საქმე, მათ დააბრალონ... დამსვენებლები, ტურისტები მოეძალა საქართველოს და ამან განაპირობა ჩვენი მტრის გააქტიურება, რომ ქართველებისთვის ჩაემწარებინათ ასეთი მომგებიანი საქმიანობა", - ამბობს ლელა კაკულია.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი