logo_geo
ლევან გოგიჩაიშვილი: არ ვაპირებთ არავის მასობრივ გათავისუფლებას!
- +

7 დეკემბერი. 2016. 16:22


„აპოკალიპტური სურათი, რაც თქვენ დახატეთ, არ შეესაბამება რეალობას, ჩვენ არ ვაპირებთ არავის მასობრივ გათავისუფლებას", - ასე უპასუხა, პარლამეტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" დასმულ კითხვას სახელმწიფო სტრუქტურებში შემცირებასთან დაკავშირებით.


ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში მასობრივად ხალხის განთავისუფლებაზე საუბარი არ არის.


„უმჯობესია, ვისაუბრეთ ციფრებზე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, წინა წელთან შედარებით, თანამშრომლების რიცხვი არ შემცირებულა. შესაძლებელია, სხვადასხვა სამინისტროში ოპტიმიზაციის მიზნით მოხდეს გადაადგილებები, მაგრამ წინა წელთან შედარებით ეს ციფრი არ შემცირდება", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.




 

big_banner
არქივი