logo_geo
ირმა სოხაძე: კონცერტებზე ის ხალხი უნდა ვამღეროთ, ვინც ხალხს უყვარს!
- +

7 დეკემბერი. 2016. 18:31




„გული მწყდება, რომ ბოლო დროის კონცერტები კრიტიკას ვერ უძლებს", - ამის შესახებ მომღერალმა  ირმა სოხაძემ გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კრიტიკის საფუძველი ისაა, რომ საქართველოში არ დამთავრდა ფავორიტული სისტემა.


„ამ საქმეს აკეთებენ ის ადამიანები, ვინც არცთუ კარგად იცის საქმის კეთება. ბოლოს და ბოლოს დროა, რომ სხვა კრიტერიუმით შეირჩეს გამკეთებელიც, მონაწილეც, გასაკეთებელიც და, საერთოდ, ყველაფერს გავუწიოთ ანგარიში. ყველამ აკეთოს თავისი საქმე", - განაცხადა სოხაძემ.


მომღერლის თქმით, მას 20-მდე გაუჟღერებელი სიმღერა აქვს, თუმცა საშუალების არქონის გამო ვერ აჟღერებს ახალ სიმღერებს. მისივე განცხადებით, მრავალფეროვნებისთვის აუცილებელია, კონცერტებზე იმ მომღერლებმა იმღერონ, ვინც ხალხს უყვარს.


„კონცერტებზე ის ხალხი ვამღეროთ, ვინც ჩინოვნიკებს კი არა, ხალხს უყვარს. იმღერონ ახალგაზრდებმა, იმღერონ ყველამ, მაგრამ არ შეიძლება მართლაც ასე ჩარეცხვა, წინა მთავრობას ამ სიტყვის გამო და ამ საქციელის გამო გამო ვებრძოდით, არ მინდა ამ პარალელის გავლება, მაგრამ რა გამოდის ახლა?!" - განაცხადა ირმა სოხაძემ.


 

big_banner
არქივი