logo_geo
კახა კალაძე: ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხანძრები ხდება
- +

5 სექტემბერი. 2017. 10:40



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ბოლო დროს გახშირებულ ხანძრებზე საუბრობს. რა სახის დანაკარგი გვაქვს და შესაძლოა თუ არა, რომ დივერსიას ჰქონდეს ადგილი? ამ კითხვებს კალაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პასუხობს.


„დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი, არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ ეს შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი, ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ", - განაცხადა კახა კალაძემ.


არსებობს დოკუმენტი - საქართველოს მთავრობის 2017 წლის იანვრის დადგენილება N4, რომელშიც სხვა ბუნებრივ საფრთხეებთან ერთად, განხილულია სახანძრო საფრთხეების საკითხებიც, მათ შორის ტყეებთან დაკავშირებულიც, და გაწერილია საპრევენციო ღონისძიებებიც, თუმცა, როგორც გაირკვა, მათ გასატარებლად ხელისუფლებამ სახსრები ვერ გამონახა. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა ღონისძიების გატარება, კახა კალაძემ შემდეგნაირად უპასუხა:


„არა ვარ დარწმუნებული, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხანძრები ხდება. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ხშირია სტიქიური მოვლენები. პორტუგალიის ტრაგედიას გაგახსენებთ, როდესაც ძლიერ ხანძარს ტყეში მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი