logo_geo
ხათუნა ხოფერია: ბოკერიას ჩავჩეჩქვავდი!
- +

5 სექტემბერი. 2017. 12:08

 


ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია „ვერსიასთან" ინტერვიუში „ოცნების" მიერ „ნაცმოძრაობის" არგასამართლების საკითხს განიხილავს და საზოგადოებას ადანაშაულებს. როგორც იგი აღნიშნავს, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის მხრიდან არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშვებული შეცდომებისთვის პასუხს აგებდა.

 

„ეს უბრალოდ კი არა, ძალიან დიდი შეცდომაა! ისე, ჩვენი, საზოგადოების ბრალიცაა - არ უნდა გავჩერებულიყავით! 

 

ცოტა უცნაური სურათი იყო - „ნაცმოძრაობის" ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები ივანიშვილი და ღარიბაშვილი იყვნენ და არსებობდა მოლოდინი, რომ ყველაფერი ეს სამართლებრივ ფორმას მიიღებდა, მაგრამ იცით, ყველაზე გამართლებული რა აღმოჩნდა?  რა და, მანჩო გიორგობიანმა სადღაც რესტორანში ნაციონალები რომ ჩეჩქვა! ენაცვალოს ჩემი თავი!" - აღნიშნა ხოფერიამ.


ჟურნალისტის შეკითხვას - თავად რომელ „მიშისტს" სცემდა, მან შემდეგნაირად უპასუხა:

 

„ნებისმიერს, მაგალითად, ბოკერიას ჩავჩეჩქვავდი!

მოკლედ, თუ გაჩნდება საშიშროება, რომ „ნაცმოძრაობის" თუნდაც რაღაც ნაწილი ხელისუფლებაში ბრუნდება, მზად ვარ, ის გავაკეთო, რაც თავის დროზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა და ციხეშიც ჩავჯდე! სხვათა შორის, ამაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი მეყოლება!" - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი