logo_geo
კახა კალაძე: ვერც ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს, ყველა პრობლემა ოთხი წლის განმავლობაში გადაწყვიტოს
- +

5 სექტემბერი. 2017. 13:24



თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დავით ნარმანიას ოთხწლიან საქმიანობას „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აფასებს. კალაძის განცხადებით, ოთხ წელიწადში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა, ქალაქის პრობლემების ბოლომდე გადაწყვეტა ამ დროში მარტივი არ არის.

 

„დავით ნარმანიას საქმიანობის შეფასება ჩემგან არასწორი იქნება, რადგან მე მერობის კანდიდატი ვარ. ვფიქრობ, ქალაქში ბოლო წლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ქალაქი ვითარდება და უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს მე ჯადოსნური ჯოხი მაქვს და ყველაფერს უცებ მოვაგვარებ. ეს შეუძლებელია. ვერც ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს თბილისს და თბილისელებს აქვთ, ოთხი წლის განმავლობაში გადაწყვიტოს", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი