logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება
- +

5 სექტემბერი. 2017. 14:40



ბოლო დღეებში ქვეყანაში სახანძრო ეპიდემია მძვინვარებს. მეხანძრე მაშველებს საქართველოს არაერთ რეგიონში უწევთ ტყის ხანძრებთან გამკლავება. დგას თუ არა დღის წესრიგში ტექნიკური აღჭურვილობის განახლების საკითხი, ამ თემაზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„რა თქმა უნდა, საჭიროა და აუცილებელი შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ავტოპარკის განახლება. ბოლო პერიოდში ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. სიმართლე გითხრათ, სახანძრო-სამაშველო სამსახურს ჰქონდა საკმაოდ სერიოზული პრობლემები, როდესაც 2015 წელს ეს სამსახური შსს- შემოუერთდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეიქმნა.  ამ დღიდან მოყოლებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ მოვახდინეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 22 შენობის სრული რეაბილიტაცია და ავაშენეთ 7 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა, რომლებიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღვჭურვეთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშს-თან, ევროკავშირსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით.  

 

ასე რომ, მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება, რაც, ვფიქრობ, მომავალი წლის ბიუჯეტშიც აისახება", - განაცხადა მღებრიშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი