logo_geo
დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს: შენმა მატარებელმა ჩაიარა და ეს რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაფორმდება
- +

5 სექტემბერი. 2017. 15:01



სექტემბერში პროფკავშირებმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ხელმძღვანელის პოსტზე კენჭს დავით ოქიტაშვილიც იყრის, რომელსაც მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის სახით ამ ეტაპზე ერთადერთი კონკურენტი ჰყავს. ოქიტაშვილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერილობით ადასტურებდა პეტრიაშვილის მხარდაჭერას, დღეს ამბობს, რომ მას ამ განცხადებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს. ამ თემაზე „პრაიმტაიმს" ხელოვანთა პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ესაუბრა.


ეს განცხადება იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელზეც ხელი ყველა დარგის პროფკავშირს იძულებით მოგვაწერინეს. დიახ, ვადასტურებ, რომ ერთი თვის წინ ასეთი განცხადება ჩემი ფაქსიმილეთი ნამდვილად გაიგზავნა, მაგრამ მაშინ ბევრი რამ ჩემთვის უცნობი იყოასეთი განცხადებების გაგზავნას იძულებით მოითხოვდა პეტრიაშვილის მოადგილე ქალბატონი ეთერ მათურელი. მე მაშინ ამ ფორმალობაზე ხელის მოწერას დავთანხმდი, რადგან პეტრიაშვილის საგმირო საქმეების შესახებ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი. დიახ, არ ვიცოდი, რომ ის გახლავთ სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველი და ირიბი თანამონაწილე. მე ამ პიროვნებასთან დაპირისპირებული ვარ 2013 წლიდან. არცერთ არჩევნებში მისთვის ხმა არ მიმიცია. თანამდებობაზე ყოფნის დროს მან მთლიანად გაანადგურა და მიწასთან გაასწორა ეს ორგანიზაცია, თუმცა ჩემთვის პიკი იყო რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის შედიოდა გირგვლიანის მკვლელებთან ციხეში. მათთან მეგობრობდა და ღრეობდა. მან სამსახურიდან გააგდო გენერალ კობალაძის მამა და მის ნაცვლად დაასაქმა გირგვლიანის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გია ალანიას მამა. ასეთ ადამიანს მორალური უფლებაც კი არ აქვს, რომ პროფკავშირების ხელმძღვანელად იწოდებოდეს და მე გარწმუნებთ, რომ მალე პეტრიაშვილის მრავალწლიანი ეპოპეა საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში აუცილებლად დასრულდება. 2005 წელს ავტომატებით, მერაბიშვილისა და ადეიშვილის დახმარებით გააგდეს ტუღუში და დასვეს ეს გარეწარი. მას შემდეგ არ დასრულდა მისი .. მმართველობა. ჩემთვის გაურკვეველია, ვინ მფარველობს დღემდე? რა უფლებით იყენებს დასაქმებული ადამიანების სახელს? რა უფლებით მართავს აქციებს? „ნაციონალური მოძრაობის" დროს მის მიერ გამართული აქციები რატომღაც არ მახსენდება. მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ რკინიგზელებს, რომლებიც მართლა გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები უნებურად იქცნენ პეტრიაშვილის მზაკვრული გეგმის მონაწილეებად. ვინ უჭერს მხარს დღეს პეტრიაშვილს? ის, ვინც ავტომატურად ამართლებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ირინა ენუქიძის მკვლელობას! ჩემმა აქტიურობამ მდგომარეობიდან გამოიყვანა და პირდაპირ შანტაჟზე გადავიდა. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო - ირაკლი პეტრიაშვილო, შენმა მატარებელმა ჩაიარა და ეს რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაფორმდება. მე მოვიგებ ამ არჩევნებს სამართლიანად და არა იმ ბინძური მეთოდებით, როგორც ის ინარჩუნებდა პოსტს მთელი ამ წლების განმავლობაში. დღეს პროფკავშირები, მისი თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის სახით, არისნაციონალური მოძრაობის" ბოლო ბასტიონი და მისი დამარცხებით დასრულდება .. კოჰაბიტაციაც", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.


 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი