logo_geo
ხათუნა ხოფერია: ჟვანიას თემის შეჩერება სააკაშვილისთვის გარკვეული სიგნალი იყო
- +

5 სექტემბერი. 2017. 16:01



ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ ჟვანიას საქმის გახსნის თაობაზე „ვერსიასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი განმარტებით, არჩევნების გამო ჟვანიას ოჯახსა და მეგობრებს ცუდი პერიოდი აქვთ, ვინაიდან არჩევნების პერიოდში ამ თემის გამოყენებას ერიდებიან.

 

„შეთანხმება გვაქვს, საარჩევნო პროცესში ამ თემის გამოყენების უფლება არავის მივცეთ. ეს სუფთა მოქალაქეობრივი პოზიციაა და გაჩუმებულებიც ამიტომ ვართ, თორემ ეჭვი არსებობს, მით უმეტეს, შოთაძემ, მთავარ პროკურორად ახალი დანიშნული რომ იყო, განაცხადა, ახალი გარემოებები არსებობს, ექსჰუმაცია მოხდება და ჟვანიას საქმე ძალიან მალე გაიხსნებაო. 

 

მოკლედ, თემა დაიძრა, მაგრამ უცებ ყველაფერი შეწყდა. 

 

სხვათა შორის, ამ პროცესში ძალიან საეჭვოდ გამოჩნდა მიხეილ მაჭავარიანი. მართალია, ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით მისი სახელი არავის არასოდეს უხსენებია, მაგრამ შარშან, სანამ განაცხადებდა, პოლიტიკიდან ცოტა ხნით მივდივარო, ჟვანიას თემაზე სამი პირდაპირი ეთერი ჰქონდა, ყველა დარტყმა თავის თავზე „მიიღო" და ჟვანიას სიკვდილის სტატუსი „დადო" ანუ იმას, რასაც ამდენი ხანი სააკაშვილ-მერაბიშვილი თითხნიდნენ, სახელი დაარქვა, თუმცა დააყოლა, ჟვანიას დიდ პატივს ვცემ და მასთან ვალში ვარო... 

 

ჟვანიას თემის შეჩერება, ჩემი აზრით, სააკაშვილისთვის გარკვეული სიგნალი იყო - თუ გაჩერდებოდა, ჟვანიას საქმესაც გააჩერებდნენ", - განაცხადა ხოფერიამ.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი