logo_geo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილისნაირი ყოფა მტრისთვისაც არ მემეტება...
- +

6 სექტემბერი. 2017. 14:54



ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ჟურნალ „რეიტინგთან" ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.


„სააკაშვილის ხსნა ან ციხეშია, ან ეკლესიაში... თუმცა ბოლოსთვის ის ჯერ არ დაბრძენებულა... ის წლები ძალიან მალე გავა, ამნისტია შეეხება, ის გაცილებით უფრო კომფორტულად იქნება ციხეში, ვიდრე იმ მდგომარეობაში, როცა ეღადავებიან სხვადასხვა ქვეყნები. მას შეუძლია, გისოსებს მიღმა კარგი წიგნი დაწეროს. მიშა იყო პრეზიდენტი, რომელსაც გონება უჭრის, თავად წერდა საკუთარ სიტყვას და მან მიიწება ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, მას ანგრევენ. მასთან წლები მაკავშირებს და მისი ცუდი არ გამიხარდება. ბევრი დიდი ადამიანი იჯდა ციხეში, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბი და მათ შეძლეს გადარჩენა. სააკაშვილისნაირი ყოფა მტრისთვისაც არ მემეტება", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი