logo_geo
ხათუნა ხოფერია: ბოკერია ნაციონალი და ყველაფერ იმის იდეოლოგია, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა!
- +

6 სექტემბერი. 2017. 15:56



„ბავშვი არ ვარ, ინფორმაცია მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ საპარლამენტო სიაში გარკვეული ადამიანები გარკვეული ზეწოლით მოხვდნენ", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ „ვერსიასთან" ინტერვიუში. მისი განმარტებით, მეგობარი ქვეყნების მხრიდან არსებობს ხედვა საქართველოში ორი ძირითადი პარტიის ჩამოყალიბების თაობაზე.

 

„საელჩოების რეკომენდაციების გარდა, ვიღაცების პოლიტიკური ხედვაც არსებობს, რომ საქართველოში აუცილებლად ორი ძლიერი პარტია უნდა ჩამოყალიბდეს და აქედან ერთ-ერთი ევროპული საქართველო ანუ ბოკერიას ფრთა უნდა იყოს!

 

მეგობარ ქვეყნებსა და იმ ექსპერტებს, რომლებიც მცირე სახელმწიფოების განვითარებაში ერევიან, აქვთ ხედვა, და გარკვეულწილად, ზეწოლასაც ახდენენ, რათა საქართველოში საბოლოოდ ორი ძლიერი პარტია იყოს.

 

გამორიცხულია, ამ ველზე „ნაცმოძრაობა" დარჩეს. შესაბამისად, თავიანთი ჭკუით ახალი პოლიტიკური ძალა შექმნეს, რომელსაც „ევროპული საქართველო" დაარქვეს და რომელშიც „ნაცმოძრაობის" შედარებით სუფთა ნაწილი დაპორტირდა, თუმცა როგორც მე ვერ გავხდები მონიკა ბელუჩი, ისე ვერ გახდება ბოკერია „ევროპული საქართველოს" ლიდერი! ბოკერია ნაციონალი და ყველაფერ იმის იდეოლოგია, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა!" - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი