logo_geo
კახა კალაძე: უნდა გამკაცრდეს მშენებლობის სტანდარტები
- +

6 სექტემბერი. 2017. 15:57



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მშენებლობების საკითხს განიხილავს. მისი თქმით, უნდა განისაზღვროს სამშენებლო ნებართვების გაცემის პირობები. რა ეშველება უკვე გაცემულ ნებართვებს ან რა არის იმის მიზეზი, რომ ვერც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მოხერხდა ამ სფეროს დარეგულირება? ამ კითხვებს პასუხი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში კახა კალაძემ გასცა.

 

„მართლაც რთული ვითარებაა. თბილისში დაახლოებით 7000 სამშენებლო ნებართვაა გაცემული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი რიცხვია... კვადრატულ მეტრებში რომ გადავიყვანოთ, 6 მილიონზეა ლაპარაკი.

 

მთავარი, რაც გასაკეთებელია, გენერალური გეგმის მიღებაა, რომელზეც სწორედ ბოლო წლებში მიდიოდა მუშაობა და დღესაც მიმდინარეობს განხილვები. გენგეგმა მოგვცემს ქაოსური განაშენიანების პრობლემის მოგვარების საშუალებას. უნდა გამკაცრდეს მშენებლობის სტანდარტები, აუცილებლად შემოსაღებია ვიზუალური სტანდარტიც", - განაცხადა კახა კალაძემ.


კალაძე ინტერვიუში „ხრუშჩოვკების" პრობლემასაც შეეხო. მისი განმარტებით, „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება მოხდება მოსახლეობაში ამხანაგობების შექმნით.

 

„ქალაქის სხვადასხვა რაიონში 500-ზე მეტი „ხრუშჩოვკაა" და ისინი უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. ბევრმა ეს გაიგო, თითქოს მერია აპირებდა ამის გაკეთებას. მერიას საამისოდ არანაირი რესურსი არ აქვს. ამ საქმეში მთავარია „ხრუშჩოვკებში" მობინადრე მოსახლეობა, რომელთან უნდა შექმნან ამხანაგობები. თუ ერთი კორპუსის მობინადრენი გაერთიანდებიან და შეთანხმდებიან, რომ შევიდეს ინვესტორი, სწორედ აქ ამოქმედდება მერიის პროექტი. როგორც ვიცი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე უბანში - ვარკეთილში, საბურთალოზე, მოსახლეობა დაინტერესებულია", - განაცხადა კახა კილაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი