logo_geo
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან
- +

6 სექტემბერი. 2017. 17:29



ბოლო დროს თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გააქტიურდა აშკარა შავი პიარი, რასაც ის და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების ნახელავად მიიჩნევენ. ამ საკითხს „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გამოეხმაურა და ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა.

 

„როგორც წავიკითხე, ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არა აქვს, ისიც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ის მაინცდამაინც ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს მაშინ, როდესაც ედავებიან, რომ თვითონ არის გარიგებული „ნაციონალურ მოძრაობასთან". ხელმოწერების შეგროვება დასჭირდა და პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა, „ნაცმოძრაობა" იყო. რურუა საერთოდ ელისაშვილის შტაბში მისულა ხელმოსაწერად. თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან... მე მაგისთვის არ მცალია, უამრავი პრობლემაა ქალაქში", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი