logo_geo
ნანა კაკაბაძე: რომელი ქვეყანა ელოდება ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ თავის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს?!
- +

7 სექტემბერი. 2017. 13:50



უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. კითხვაზე - კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებამდე უნდა დაელოდოს თუ არა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, - კაკაბაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია.


„რატომ უნდა დაელოდოს?! რა ვალდებულება აქვს ამის?! - თუ თვითონ მიაჩნიათ საჭიროდ და დარწმუნებულნი არ არინ თავიანთ პოზიციაში, მაშინ დაელოდოს, თუ არა და, თავად მიიღოს. რომელი ქვეყანა ელოდება ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ თავის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. რომელი თავმოყვარე ქვეყანა ელოდება ამას?!" - აცხადებს ნანა კაკაბაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი