logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: ფლოსტებით პურზე რომ ჩახვიდე და სახლის საკეტი გამოგიცვალოს მეპატრონემ, ისე მომექცა უკრაინა
- +

7 სექტემბერი. 2017. 23:29



ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ „მე თუ ვარ მოქალაქეობის გარეშე პირი, მე ვარ იურიდიულად მოქალაქეობის გარეშე პირი უკრაინაში, იმიტომ რომ უკრაინაში მაქვს ჩემი ბინა, უკრაინაში მაქვს ჩემი პირადი ნივთები".


„ეს დაახლოებით როგორი რაღაცაა იცით, პურის საყიდლად რომ ჩახვიდე სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ფლოსტებში და რომ ამოხვალ, სახლის მეპატრონემ გამოგიცხადოს, აქ აღარ ცხოვრობო, საკეტი გამოცვლილი გქონდეს, ნივთების წასაღებად არ შემოგიშვებ და სადაც გინდა წადი, იქ მიჩივლეო, ასე მომექცა უკრაინა"  - განაცხადა სააკაშვილმა.










 

big_banner
არქივი