logo_geo
ირმა ზავრადაშვილი ლევან ხაბეიშვილს: ტიპიური მატყუარა - დასაჭერი ხარ!
- +

9 სექტემბერი. 2017. 00:08


„შენ ხარ მატყუარა და დეზინფორმატორი. რა დღეში გაქვს ნერვები! თქვენ ხართ ტიპიური მატყუარა! დიდუბის გამგეობაში 66 თანამშრომელია, ამ ინფორმაციის ამოღება ნებისმიერს შეუძლია, რადგან არის საჯარო", - ამ სიტყვებით უპასუხა დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა „ცენზურის გარეშე" -ს ეთერში ოპონენტის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას, რომ 81 თანამშრომელია ამჟამად დიდუბის გამგეობაში. ხაბეიშვილის კიდევ ერთ ბრალდებას, რომ რობაქიძის გამზირზე მწვანე საფარი გახმა, ზავრადაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ბრალდებებისთვის ხაბეიშვილი ციხეში უნდა იჯდეს.


„რობაქიძის გამზირზე გამწვანებაში, ნახევარ მილიონზე მეტი ქალაქის გამწვანებამ დახარჯა. წარმოდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ! გადაიღე სურათები და მაჩვენე სად არის გამხმარი ბუჩქები. შენი პარტიის ყოფილი წევრი ჩემი სოციალური სამსახურის უფროსია. მისგანაც და ჩემგანაც კარგად იცი ყველაფერი. რობაქიძის გამზირზე ოფიციალურად იტყუება, დასაჭერია ამ ტყუილებისთვის! მარტო ამის ხელისუფლების დროს, 20 000 ხე მოიჭრა. ვის დანაშაულებზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილი, სირცხვილია! 9 წლის განმავლობაში, კაცი, რომელიც თავის მთავრობასთან ერთად ანადგურებდა ხეებს, ტროტუარებს ყიდიდა, ეთერში ჯდება. სირცხვილია!", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.


 

big_banner
არქივი