logo_geo
ლალი მოროშკინა სააკაშვილზე: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, „სტუკაჩობა“ პოლიტიკურ რანგში აიყვანა!
- +

11 სექტემბერი. 2017. 18:25



ტელეწამყვანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინას განცხადები, სააკაშვილი ვერასდროს იტანდა წარჩინებულ ადამიანებს.


„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც ციხეებში შევედი, კიდევ ერთხელ გამახსენდა სააკაშვილის „სტუკაჩობა". იქ თითქმის მთელი მისი კლასი ვნახე. რატომღაც რუსეთშიც და საქართველოშიც ბევრს ჰგონია, რომ სააკაშვილი ჩემი თანაკლასელია. არ ვიცი, ორი წლით რატომ მაბერებენ. რეალურად, მიშა ჩემი ყოფილი მეუღლის, ნუკრი ჩაგანავას კლასელი იყო, რომელთანაც სასკოლო რომანი მქონდა. ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით და ვმეგობრობდით. მეც ვხედავდი მიშას ბევრ კარგ და ცუდ თვისებას - როდესაც ბავშვები შატალოზე მიდიოდნენ, იგი სკოლაში რჩებოდა და თანაკლასელებს აბეზღებდა...

 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, „სტუკაჩობა" პოლიტიკურ რანგში აიყვანა! თითქმის ყველა კლასელი დაიჭირა, ვის მიმართაც რაღაც ბოღმა ჰქონდა გულში, ყველას ყველაფერი გაუხსენა. 51-ე სკოლის დირექტორი მოახსნევინა. ისეთ სიმდაბლეებს სჩადიოდა, რაც ნამდვილად არ ეკადრებოდა.

 

„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პირველი ნუკრის დაეტაკა. ჩემს ყოფილ მეუღლეს, ანუ ჩემს შვილს მიწები წაართვა.

 

სხვათაშორის, ნუკრის სიკვდილის შემდეგ, 2008 წელს, მე და სანდროს შეგვხვდა - არასწორად მოვიქეცი, მითხარი, რა გაგიკეთო და, საერთოდ, დაბრუნდი მთავრობაშიო. იქვე, სუფრაზე ძალიან ცნობილ მომღერალს გადახედა და უთხრა - იცოდე, ხვალვე მომიყვანეო, ცხადია, მე მას გვერდით აღარ დავუდექი!

 

მიშა ვერ იტანდა წარმატებულ ადამიანებს, დღეს რომ სოციალურ ლოზუნგებს ისვრის, ტყუილია! ყოველთვის მატერიალური კეთილდღეობისა და ფუფუნებისკენ ეჭირა თვალი!" - განაცხადა ლალი მოროშკინამ.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი