logo_geo
რეზო ამაშუკელი: რომ არა გიორგი მღებრიშვილი, ახლა მთელი საქართველო გადამწვარი იქნებოდა!
- +

12 სექტემბერი. 2017. 16:11



„შეუძლებელია, ეს ხანძრები ერთმანეთის მიყოლებით, გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში ბუნებრივად ჩნდებოდეს! დიახ, ეს აშკარა დივერსიაა და ამას პატარა ბავშვიც მიხვდება!" - ამის შესახებ პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო - რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ახლა მთელი საქართველო გადამწვარი იქნებოდა!

 

ჩემი ღრმა რწმენით, ამ დივერსიას ერთადერთი ავტორი ჰყავს და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც დღეს მრავალი სახით გვევლინება! დიახ, პალიკო, ზალიკო, შალიკო და ალეკო (შენ დაუკა!) - ეს სულ „ნაციონალური მოძრაობაა!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი