logo_geo
ნანა კაკაბაძე: დიახ, ეს ის გვარამიაა, რომელიც პატრიარქსაც კი არად აგდებს და ახლა გიორგი მამალაძეზე დაეწვა გული?
- +

12 სექტემბერი. 2017. 16:12



„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს უსასყიდლო ადვოკატობა შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გვარამიას განცხადება ადასტურებს იმას, რომ „ციანიდის საქმის" უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას.


„ნიკა გვარამია გიორგი მამალაძეს საკუთარ თავს უსასყიდლო ადვოკატად რომ სთავაზობს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობ - „ციანიდის საქმის" უკან „ნაციონალური მოძრაობა" და ლიბერალური ძალების ინტერესები დგას! აბა, როდის იყო, გვარამიას რომელიმე სასულიერო პირის ბედი აღელვებდა?! დიახ, ეს ის გვარამიაა, რომელიც პატრიარქსაც კი არად აგდებს, მის საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეებს „რუსთავი 2"-ის ეთერში არ აჭაჭანებს და ახლა ვიღაც გიორგი მამალაძეზე დაეწვა გული?" - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი