logo_geo
ნანა კაკაბაძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები „ციანიდის საქმეს“ სტრასბურგში ვერ წაიღებენ!
- +

13 სექტემბერი. 2017. 10:41


„დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები „ციანიდის საქმეს" სტრასბურგში ვერ წაიღებენ!" - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„დიახ, სტრასბურგის სასამართლო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს განიხილავს, „ციანიდის საქმეში" კი დეკანოზ მამალაძის უფლებები არანაირად არ დარღვეულა - იგი არავის უწამებია, არც აღიარებითი ჩვენება, არც ცრუ ჩვენება არავის გამოუძალავს და მისთვის არც დაცვის უფლება შეუზღუდავს ვინმეს!

 

ადვოკატი რამიშვილი გიორგი მამალაძის შემთხვევას წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეს ადარებს, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს კაცი არამარტო იურისპრუდენციაში, არამედ, საერთოდ, ვერაფერში ვერ ერკვევა.

 

და კიდევ: ადვოკატები რომ აპელირებენ, მამა გიორგის დაკავებისა და ჩხრეკის დროს საპროცესო ნორმები დაირღვაო, ეს რატომ არ გაასაჩივრეს ან აქ, ან სტრასბურგში? დიახ, ამის გასაჩივრება ნამდვილად შეეძლოთ, მაგრამ არ გააკეთეს, რადგან თვითონაც იციან, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და მხოლოდ პიარის გამო ტეხენ ხმაურს! თუ „ციანიდის საქმეს" სტრასბურგში წაიღებენ, ესეც პიარის ნაწილი იქნება, თორემ სამართლებრივად ვერც ევროპულ სასამართლოში მიაღწევენ ვერაფერს და ეს თვითონაც კარგად იციან!" - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი