logo_geo
ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილს: აი მერე, მართლა ვეღარავინ გიშველის!
- +

13 სექტემბერი. 2017. 11:44



„მიშას თვითლიკვიდაციის პროგრამა დიდი ხანია, ჩართულია", - ამის შესახებ ტელეწამყვანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო" დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მოროშკინამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რჩევით მიმართა, შეაჩეროს ის მარათონი, რაც დაწყებული აქვს და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

 

„დღეს მას ორი არჩევანი აქვს - ეკლესია ან ციხე. ეკლესიისთვის სათანადოდ დაბრძენებული არ არის. მე, როგორც იმ ძველი წლების გულშემატკივარი, ვურჩევ - ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს! ეს საუკეთესო გამოსავალია!

 

მიშა, ადამიანს ციხე არ კლავს, ის საშუალებას მოგცემს, ბევრ რამეზე დაფიქრდე და გააანალიზო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს მარათონი შეაჩერო, შენი ძალები უშრეტი არ არის და ინსულტი გარდაუვალი იქნება. აი მერე, მართლა ვეღარავინ გიშველის", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი