logo_geo
ზურაბ ხონელიძე: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება ხიდი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის
- +

13 სექტემბერი. 2017. 18:59


 

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება რეალურად უნივერსიტეტის მოთხოვნებს. სამუშაო და გასაკეთებელი ძალიან ბევრია", - ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ „საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად იგეგმება.

 

„აუცილებლად უნდა მოხდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტეგრაცია ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, მაგრამ ეს პროცესი აფხაზეთის თემის გვერდის ავლით ვერ განვითარდება. ჩვენი მიზანი გამომდინარეობს იმ მისიიდან, რაც აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. სამწუხაროდ, სახელმა - სოხუმი, რაც უკავშირდება აფხაზეთს, საქართველოს, ვერ გააჩინა საჭიროება და აუცილებლობა ვერც საქართველოსთვის, ქვეყნის ერთიანობის თვალსაზრისით და ვერც ინტერესი საერთაშორისო თანამეგობრობაში. ჩვენ შევეცდებით ამ მიმართულებით გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. მერწმუნეთ, უკვე გადაიდგა ნაბიჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას უშუალო მხარდაჭერით შეიქმნა საერთაშორისო კვლევითი ორი ცენტრი - აფხაზოლოგიის და კონფლიქტოლოგიისა და რეგიონული პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრი. თავიდანვე ჩავდეთ ამ თემების ინტერნაციონალიზაცია, ვგულისხმობ იმას, რომ უნივერსიტეტი იქცევა ახალ სამშვიდობო სივრცედ, რომელიც იქნება ხიდი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.


 

big_banner
არქივი