logo_geo
დიმიტრი გოლუბოვი: სააკაშვილი არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც - ქართველს!
- +

14 სექტემბერი. 2017. 12:04



წამყვანი მედიასაშუალებები აქტიურად ადევნებდნენ თვალს ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ეპოპეას პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე... რამდენად დიდი საფრთხეა დღეს უკრაინის ხელისუფლებისთვის სააკაშვილი, ამ თემაზე „კვირის პალიტრას" პოროშენკოს ბლოკის წევრი დიმიტრი გოლუბოვი ესაუბრა.

 

„სააკაშვილის უკრაინაში გამოჩენისთანავე ვამბობდი, რომ ის პოლიტიკოსი კი არა, ჩვეულებრივი „პიარშჩიკია". დღეს ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. მან საკუთარი რესურსი ამოწურა, პერსონა ნონ-გრატაა როგორც უკრაინაში, ისე - თავის სამშობლოში. ყველა ხვდება, რომ სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება, დაპირება თუ გეგმა ტყუილია და პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურება. სააკაშვილმა თავის გადასარჩენად ახალი თამაში წამოიწყო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს მისი ბოლო გაფართხალება იქნება. ის ჩვენი მოქალაქე აღარ არის და არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც - ქართველს!" - განაცხადა გოლუბოვმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი