logo_geo
ჯაბა ხუბუა: სააკაშვილო, მაშ მტყუანის!
- +

18 სექტემბერი. 2017. 21:26


მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, იგი საკუთარ სპეცსამსახურებს საქართველოში ადამიანთა პირადი ცხოვრების ფარულ თვალთვალსა და ჩაწერას უკრძალავდა, გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ეხმაურება:

 

„უკანონო მოსმენები, თვალთვალი და სხვათა პირადი ცხოვრების ფარული ვიდეოგადაღება ნაცრეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო, რომელსაც იგი პოლიტიკური ოპონენტების, საზოგადოებრივად აქტიური პერსონების, ჟურნალისტებისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა დასაშანტაჟებლად იყენებდა.

 

მეტიც, სააკაშვილის რეჟიმი არამარტო სხვათა პირადი ცხოვრების ფარულ გადაღებას ახორციელებდა, არამედ ციხეებში, პოლიციის განყოფილებებსა და სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ საწამებელ ბუნაგებში ქართველი კაცების გაუპატიურებასაც ვიდეოკამერით იღებდა და სწორედ ასე შეიქმნა ის 26 ათასი ფაილი, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ,,ქართულმა ოცნებამ" სოდ-ისა და კუდ-ის საცავებში აღმოაჩინა. სააკაშვილი იყო არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ,,მეგის ფიქჩერზის" გენერალური დირექტორი!" - წერს ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სტატიაში „გნაცის ნაამბობი" და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

 

„სააკაშვილო, მისმინე - მაშ, მტყუანი იხმაროს იმ კასტილიანმა ჯალათმა თემურ უბირიამ, რომელიც შენი რეჟიმის დავალებით, სამეგრელოს ტყეებში მაგიდაზე დაბმულ ქართველ ბიჭებს აუპატიურებდა!" 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი