logo_geo
სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე – 14 წლის გოგონა, რომელმაც სამყარო შეცვალა
- +

8 დეკემბერი. 2016. 20:02



ეს არის არაჩვეულებრივად ღრმა და ძლიერი ამბავი პატარა გოგონასი, რომელიც თავის გერშემო სამყაროს ცვლიდა. 14 წლის მარჟანა სადიკოვა, მხატვარი და ფოტოგრაფი, 2013 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა. 2 წლით ადრე მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს - სისხლის სიმსივნე. მკურნალობა არ შველოდა. ექიმებმა ხელები დაუშვეს - ავადმყოფობა არ მარცხდებოდა. მაგრამ გოგონამ გადაწყვიტა, არ ეთქვა უარი თავის ოცნებაზე, გამხდარიყო ფოტოგრაფი და არ გაეტარებინა უკანასკნელი დღეები მხოლოდ სიკვდილის მოლოდინში.



მარჟანას უნდოდა უბრალოდ სულ ცოტა მეტი აზრი, ცოტა მეტი სინათლე და ცოტა მეტი ბედნიერება, რომ ეცოცხლა ის დრო, რაც დარჩენოდა. ის საოცარი რწმენა, რაც ამ პატარა გოგონას ჰქონდა, მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძად იქცა, რადგან ასაკით პატარა ადამიანი გაცილებით ღრმად და რეალისტურად მსჯელობდა თავის ვიდეოგზავნილებში ავადმყოფობაზე, ადამიანის დანიშნულებაზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, ვიდრე ბევრი მასზე გაცილებით უფროსი. სწორედ ეს რწმენა დაეხმარა უდიდესი მისიის შესრულებაში - ეთქვა ადამიანებისთვის, მისნაირებად დაავადებულებისთვის თუ ჯანმრთელებისთვის, რომ ცხოვრება და სიკვდილი ის სულაც არ არის, რაც ჩვენ გვგონია. რომ ჩვენთვის მონიჭებული სიცოცხლე აზრიანად უნდა გავატაროთ და ვეცადოთ, ჩვენი კეთილი მიზნები და იდეები განვახორციელოთ და კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმეები ვაკეთოთ.



კეთილმა ადამიანებმა მარჟანას ოცნების ახდენა გადაწყვიტეს და მას პროფესიონალური ფოტოაპარატი აჩუქეს. მერე იყო ფოტოსესია, რომელსაც უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. სულ 60 გენიალური ფოტო გადაიღო, დადგა სიუჟეტები, რომლებშიც თავადაც მონაწილეობდა და სხვა ადამიანებიც. დაწოლილი იღებდა, დაავადების შეტევებს შორის "შესვენებებზე"... მის გვერდით მდგომმა ადამიანებმა ისიც მოახერხეს, რომ გამოფენა მოუწყვეს.



როცა ამ ლამაზ გოგონას უყურებ და მისი ბრძნული სიტყვები გესმის, გიჩნდება შეკითხვა, რატომ არის ამდენი უსამართლობა ამქვეყნად და რატომ მიდიან ასეთი ახალგაზრდა და სულით ძლიერი ადამიანები. თუმცა ამაზეც თვითონ მარჟანა გვპასუხობს თავისი სიტყვებით:

„სიზამრაცე მაშინ გვძლევს, როცა კარგი მიზანი არ გვაქვს. მე მქონდა მომენტები, როცა ძლიერი ტკივილები მძლევდა, მინდოდა დავწოლოლიყავი და დამესვენა, მიმეტოვებინა ყველაფერი, მაგრამ მახსენდებოდა, რის გამო ვაკეთებდი ამას და ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კომფორტი.

 

ადამიანს საოცარი რამეების ჩადენა შეუძლია, თუ ირწმუნებს თავის ოცნებას. უბრალოდ, უნდა დაიწყოს მისკენ სვლა. შესაძლებლობები, თანამოაზრეები - ყველაფერი გამოჩნდება თანდათან.

 

როცა ფოტოებს ვიღებ, ტკივილი ნელდება. მავიწყდება, რომ არ შემიძლია სიარული, ჯდომა და სწრაფად ვიღლები, პირიქით, ენერგიით ვივსები. საყვარელი საქმე მაძლევს სიცოცხლის ძალას და აზრს.

 

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, შესაძლებლობა არის უკვე რაღაცის უნარი.

 

არ არის საჭირო სამართლიანობის ძებნა იმაში, რაც ჩვენს ხვედრად იქცევა. ჩემთვის სიბრძნე ის არის, რომ სიყვარულით და მადლიერებით მივიღო ყველაფერი, რაც ხდება და ვიპოვო საკუთარ თავში ძალა, არ ვეძებო სიმართლე და არ გავბოროტდე.

 

როცა ყველაფერს ვაანალიზებ, რაც მოხდა, ვხვდები, რომ ის გამოცდილება და ცოდნა, ის ემოციები, რაც მივიღე - შეიძლება, თვით ამ ცხოვრების ფასეულობასაც აჭარბებს.

 

ჩვენ ერთხელ ვცხოვრობთ და გვაქვს შანსი, ღმერთს მივუახლოვდეთ. უბრალოდ, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. იმოქმედეთ, სიყვარულით და იყავით ბედნიერები. ეს საუკეთესოა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ".



2013 წლის 16 აპრილი. ამინა სადიკოვა, მარჟანას დედა:


„დღეს 10 საათზე გარდაიცვალა მარჟანა. თითქმის მთელი ღამე არ გვეძინა, მის გვერდით ვიწექი, რომ წვეთოვანი მეკონტროლებინა და ბევრი ვილაპარაკეთ, ძირითადად, ჟესტებით, მაგრამ ამისიც მადლობელი ვარ. დილისკენ მთხოვა, შორს მდებარე საგნების მიწოდებაში დავხმარებოდი, უნდოდა მიწვდენოდა, მაგრამ ძალიან სუსტად იყო და თითებს ვერ ხრიდა. მერე მკითხა, კიდევ დიდხანს უნდა მჯდარიყო ასე? ვუთხარი, რომ უკვე ცოტა დარჩა. მითხრა რაღაც, რაც ვერ გავიგე, და ვუპასუხე, რომ ძალიან მიყვარდა. მან სავსებით მკაფიოდ მომიგო - მეც მიყვარხარ. ხუთ წუთში შეწყვიტა სუნთქვა.

 

მისი ხელი მეჭირა და თმაზე ვეფერებოდი. ჩვენ სიყვარულზე ვკაპარაკობდით და ის წავიდა. არ მეგონა, რომ შეიძლებოდა ასე სიკვდილი... როგორც ზღაპარში. არ გამიჭირდება ამ მომენტის გახსენება, ის ხომ ბოლომდე საკუთარ თავად დარჩა და თავის მერე დატოვა ამდენი სინათლე, სიყვარული და სიმშვიდე".


მარჟანა მშობლიურ დაღესტანში დაკრძალეს..


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი