logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი დაამთავრებს ისე, როგორც აგენტები ამთავრებენ!
- +

19 სექტემბერი. 2017. 18:30


 

„პაატა ბურჭულაძე მთელი თავისი ე.წ. პოლიტიკოსობითა და „ქველმოქმედებით" სააკაშვილის პროდუქტია", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მჟავანაძის თქმით, სააკაშვილი ბურჭულაძეს სჯის და კომპრომატებს უქვეყნებს.

 

„პაატა ბურჭულაძემ სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა და ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე ვერ ებრძოლა. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი პაატა ბურჭულაძეს სჯის და კომპრომატებს უქვეყნებს.

 

როცა ქიბარ ხალვაშმა სააკაშვილს ფული არ გადაუხადა, ხალვაშს ობიექტები დაუწვეს და ქვეყნიდან გააძევეს. იგივე დამართეს ირაკლი ოქრუაშვილსაც. ვინც სააკაშვილს ფულს არ უხდის, ის მისი მტერია. სწორედ ამ ხალხის წინააღმდეგ ველოდები კომპრომატებს, რასაც სააკაშვილის ჯიბის არასამთავრობოები ხელისუფლებას დააბრალებენ და ამით ქაოსის გამოწვევას შეეცდებიან.

 

ბოლოს მოხდება ის, რაც ერთ დროს ამერიკის მოკავშირეებს სადამ ჰუსეინს, მუბარაქსა და კადაფს დაემართათ! სააკაშვილს ამერიკის გარკვეული ძალები ან მოკლავენ, ანდა ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებენ. სააკაშვილი დაამთავრებს ისე, როგორც აგენტები ამთავრებენ", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი