logo_geo
თამარ ხულორდავა: ძალიან დიდი იმედი მაქვს...
- +

8 დეკემბერი. 2016. 23:07



ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობების დათბობაში.


როგორც ხულროდავამ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის ყველა სიკეთით აუცილებლად უნდა ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც.


„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების დათბობის საქმეში. ჩვენ გვაქვს საერთო ქვეყანა, გვაქვს საერთო სიკეთეები, რომელიც შეიძლება მივიღოთ და ამ სიკეთეებით აუცილებლად უნდა ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკა, ეს არის მაქსიმალური ჩართულობა და ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იქნება,  მათაც მაქსიმალურად გაეხსნათ საზღვრები, მიიღონ ყველა ის სიკეთე, რაც მოაქვს მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან",-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.


 

big_banner
არქივი