logo_geo
გივი სიხარულიძე: მე გივი სიხარულიძე ვარ, რომელიც ქუჩაში გავიზარდე...
- +

20 სექტემბერი. 2017. 02:08


 

„მე რომ გოგლიმოგლზე გაზრდილი ბიჭი ვიყო, შეიძლება ჩემი არავინ დაიჯეროს, მე გივი სიხარულიძე ვარ, რომელიც ქუჩაში გავიზარდე", - ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, სადაც მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობდა. სიხარულიძის განცხადებით, ის ბევრნაირ წრეში ტრიალებდა და მისი ახალგაზრდა მეგობრების 80% ნარკოტიკით არის მკვდარი, ამიტომ მსახიობი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება.

 

,,ამ ადამიანებმა თავიდან პლანით დაიწყეთ. ერთი წელი რომ გავიდა კაიფი პლანის მოწევით ვერ დაიჭირეს და დაიწყეს მორფის კეთება. მორფის კეთება რომ დაიწყეს, ჩამოდნენ, გაუბედურნენ და თვითმკვლელობით დაამთავრეს. ვეღარ შვებოდნენ კაიფს, რა უნდა ექნათ? ადგნენ და თავი მოიკლეს. ეს გამოიწვია პლანის მოწევამ. ამან დაღუპა ვაჟკაცი ბიჭების 90%", - განაცხადა სიხარულიძემ.













 

big_banner
არქივი