logo_geo
დავით დარჩიაშვილი: არ ვემიჯნები არც „ცხრა წელს“ და არც...
- +

8 დეკემბერი. 2016. 23:47


 

„არ ვემიჯნები არც „ცხრა წელს" და არც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არის ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას სჭირდება ახალი პასუხი",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტია სერიოზულად უნდა მსჯელობდეს თუ რა მოხდა ოქტომბერში.


„მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულად უნდა მსჯელობდეს იმაზე, თუ რა მოხდა ოქტომბერში და ხელახლა უნდა დააკომპლექტოს ყველა მმართველი რგოლი, ბუნებრივია, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელის ვაკანტური პოსტიც. არ ვემიჯნები არც „ცხრა წელს" და არც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არის ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას სჭირდება ახალი პასუხი",- განაცხადა დარჩიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი