logo_geo
ზურა ყიფშიძე: ცოლი სიყვარულით მოვიყვანე და ამიტომ დღემდე სიგიჟემდე მიყვარს...
- +

20 სექტემბერი. 2017. 16:27


კინოსა და თეატრის მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თავისი მეუღლის შესახებ საუბრობს.

 

„ცოლი სიყვარულით მოვიყვანე და ამიტომ დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. 40 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენმა სიყვარულმა ყველა ეტაპი გაიარა. სიყვარული ყოველ 5 წელიწადში იცვლება, სულ სხვანაირი ხდება. ახლა ჩვენი გრძნობა უფრო სენტიმენტალურია. სულ იმაზე ვფიქრობთ, რამე არ მოგვივიდეს, რადგან ორივეს გაგვიჭირდება ცალად დარჩენა. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სიყვარული ამისგან!" - ამბობს ზურა ყიფშიძე.


 

big_banner
არქივი