logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილი ჩასვრილი კურდღელია, რომელიც...
- +

20 სექტემბერი. 2017. 19:14


აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში  ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„სააკაშვილი ჩასვრილი კურდღელია, რომელიც ხალხის მასამ ძალით გადაათრია საზღვარზე! ხომ ყველამ ნახა, რა შეშინებული თვალებით იყურებოდა, სად მიგყავართო?! 2003 წლის ნოემბერში მაქვს ნანახი  მიშიკოს ასეთი თვალები, როდესაც ხალხის მასამ შემოიტანა პარლამენტში! მე ხომ იმ დარბაზში ვიჯექი. ზუსტად ასეთი გამომეტყველება ჰქონდა გორში, თვითმფრინავი რომ მოელანდა და შიშისგან მიწა ხნა!

 

ეს გაბრუებული ნარკომანი სააკაშვილი რომელი „გმირი" ნახეს?! მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ უბედურს იყენებენ ამერიკელი პარტნიორები! სააკაშვილს, როგორც ლიმონს, ბოლომდე გამოწურავენ და სანაგვეზე მოისვრიან! უკრაინაში აყვირებენ ცოტა ხანს და მორჩება მისი ეპოპეა", - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი