logo_geo
ლიკა ქავჟარაძე: ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა
- +

21 სექტემბერი. 2017. 11:38

 

 

ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საკუთარ ოჯახსა და დღის წესრიგზე საუბრობს. როგორც მსახიობი ამბობს, გემრიელად ჭამასთან ერთად მზარეულობაც კარგად გამოსდის.


„ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაშია. მე მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიტაცებს ძალიან. მგონი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, მომზადებაც ეხერხება. 

 

დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ალბათ, ბავშვობიდან მომდევს ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ, ყველაფერი გათვლილი მაქვს - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამალზე...

 

ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა", - ამბობს ლიკა ქავჟარაძე.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი