logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი უკრაინის ასარევად მოლაპარაკებებს აწარმოებს!
- +

21 სექტემბერი. 2017. 14:32



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. მჟავანაძის განცხადებით, სააკაშვილი უკრაინის ასარევად მოლაპარაკებებს აწარმოებს.


„სააკაშვილის უკრაინაში შეჭრა და მის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბევრისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. კიდევ უფრო დიდი სიურპრიზია ის, რომ ადამიანი, რომელმაც გენერალს შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციაზე იძალადა და სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, უკრაინაში დღემდე თავისუფლად დადის და კაციშვილი არ ეხება! ეს არის ერთი დიდი სცენარი, რომელიც უკრაინის საზღვრებს გარეთ დაიწერა და ამ სცენარის თანახმად, უკრაინის დღევანდელი უსუსური ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა დაირაზმონ ის ძალები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ ერთმანეთს მტრობდნენ და დასანახავად ვერ იტანდნენ.

 

სააკაშვილი არსად არ გამქრალა, ის ჩერნოვეცშია, ხერსონშია და უკრაინის ასარევად მოლაპარაკებებს აწარმოებს!" - განაცხადა მჟავანაძემ.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი