logo_geo
ლიკა ქავჟარაძე: მართალი გითხრათ, ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა
- +

21 სექტემბერი. 2017. 16:58



ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სტუდენტობის წლებს იხსენებს. მსახიობის თქმით, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის მთლად კომფორტული არ ყოფილა.


„სასაცილო რაღაცას მოგიყვებით: მუსიკალურ ათწლედში როცა ვსწავლობდით, გაკვეთილების შემდეგ გოგონები სახლში რომ ვბრუნდებოდით, მე სულ წინ მოვდიოდი ხოლმე სერიოზული სახით. სხვები ვიღაცას გამოელაპარაკებოდნენ, გაიცნობდნენ... ერთხელ გოგოებს ვუთხარი, მე არავინ მეპრანჭება-მეთქი. ჩემმა მეგობარმა მიპასუხა, მამის მკვლელის სახით დადიხარ და ვინ გაბედავს შენთან გამოლაპარაკებასო!..

 

მახსოვს, კინოს დღეებზე ვიყავით საფრანგეთში... ერთმა ფრანგმა რეჟისორმა გაზეთი გამომიწოდა. მე ფრანგული არ ვიცი. მითხრა, აქ წერია, რომ შენ ვარსკვლავი ხარო. გამიკვირდა. 

 

მართალი გითხრათ, ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა. რამდენმა მითხრა, შენს სილამაზეს გამოვიყენებდი და ქვეყანას შევძრავდიო. ასეთი რამ არ მესმის", - ამბობს









  

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი