logo_geo
ლევან კობიაშვილი ოპოზიციას: კიდევ ერთხელ ვურჩევ...
- +

23 სექტემბერი. 2017. 16:36




„TV პირველის" გადაცემა „რეაქციაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობიაშვილმა 29 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩის შესახებ ისაუბრა.


კობიაშვილმა აქვე ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით განცხადება გააკეთა:

 

„პირველ რიგში ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის კეთილ საქმეს და ყველას მოვუწოდებ, რომ დაანებონ თავი ამ არაადეკვატური განცხადებების კეთებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ე.წ ოპოზიციონერები და პოლიტიკოსები ყოველთვის ეძებენ გზებს, რომ ასეთ მნიშვნელოვანი ღონისძიება განიხილონ პოლიტიკურ ჭრილში. ძალიან მწყდება გული, რომ ეს ადამიანები არ ფიქრობენ თუ რამდენად დიდი სამუშაო ტარდება ერთი კონკრეტული  ღონისძიების გამო. ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის ზიანს აყენებენ ასეთ კარგ საქმეს. კიდევ ერთხელ ვურჩევ, მათ უნიკალური შანსი აქვთ ერთხელ მაინც მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმის კეთებაში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

















 

big_banner
არქივი