logo_geo
ლალი მოროშკინა: მეუბნებოდნენ, მიშას მაქსაკოვა მოჰყავს ცოლადო... მას საერთოდ არ აინტერსებს საქართველო
- +

24 სექტემბერი. 2017. 15:08


ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„15 სექტემბერს, მალოხოვის შოუში ვთქვი, რომ სააკაშვილი თამაშობს რუსულ თამაშს, იმიტომ რომ თუ ვინმე აწყობს უკრაინაში ასეთ არეულობა, არის რუსეთი. ასეთი დაკნინებული, მარტივ მამრავლებად დაშლილი უკრაინა მხოლოდ მტრის ინტერესში შეიძლება იყოს, უკრაინისთვის ასეთი მტერი რუსეთია. ვთქვი კიდეც, რუსები მორჩით ჭორაობას, მიშას ქალებზე, რადგან სააკაშვილი გაცილებით დიდი პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე თქვენ გგონიათ-მეთქი. ადამიანი ძალიან დიდ პოლიტიკურ თამაშებშია ჩართული და არის დიდი პიარტექნოლოგი. ცალკე საკითხია ამას რა მიზნისთვის აკეთებს. დღეს მიშას გვერდით დგას სანდრა რულოვსი. რამდენიმე თვის წინ ვთქვი კიდეც, რომ მიშას გვერდით, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში იქნება სანდრა-მეთქი, რუსი და უკრაინელი პოლიტოლოგები მეუბნებოდნენ, რომ მიშას მაქსაკოვა მოჰყავს ცოლად და გვერდითაც ის ეყოლებაო. მაშინვე ვუთხარი, რომ ამის თეორიული შანსიც არ არსებობდა, რადგან სანდრასთან, ის, გარდა ოჯახური, სხვა ძაფებითაც არის დაკავშირებული. მე როცა ვაკეთებ პროგნოზს, ვიცი, რომ ეს აუცილებლად, ასე იქნება და ამ შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


მოროშკინას თქმით, სააკაშვილის ინტერესებში საქართველო არ შედის და შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ახლა უკვე რუსეთთან დაიწყოს თამაში.

 

„მიშას არანაირი სურვილი არ აქვს საქართველოსთან თამაშის, რადგან მას საერთოდ არ აინტერსებს ორმილიონნახევრიანი საქართველო, მას აინტერესებს 40-მილიონიანი უკრაინა, სადაც ოლიგარქ კოლომოსკისთან ერთად დიდ ფულს გააკეთებს, რაც ყოველთვის იყო მისი ამოცანა. ძალიან დიდ უკრაინაში ძალიან დიდი შესაძლებლობაა როგორც არევის, ისე დალაგების. ლაო-ძის აქვს ნათქვამი - თუ არ აურიე, ვერ დაალაგებო, მიშაც ამას აკეთებს, ურევს რომ მერე დაალაგოს და კარგი ტიპი გამოჩნდეს. საქართველოშიც იგივე ქნა, შევარდნაძესთან ერთად აურია და მერე ვითომ დალაგებაში ძალიან დიდი ფული იშოვა. საქართველოში დიდ ფულს ვეღარ იშოვის, თუმცა უკრაინაში ამის დიდი საშუალება აქვს და იყენებს კიდეც. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი, რუსეთთანაც დაიწყებს თამაშს. მალე ვიხილავთ მას რუსულ ტელე-ეთერში და ამისთვის ნიადაგი უკვე მზადდება. მოგეხსენებათ, რუსეთში არჩევნები მოდის და ეს იქნება პლაცდარმი, რომ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, როგორც მეგობარი მიშა ისე წარმოჩინდეს. ესაა მისი გეგმა, რადგან მას სლავური ბაზარი უფრო აინტერესებს ვიდრე ქართული. ჩვენ მიზანი კი ის უნდა იყოს, რომ გართულებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში თავი დავიცვათ", - განაცხადა მოროშკინამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი