logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს!
- +

16 ნოემბერი. 2016. 19:24


„ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს!" - ამის შესახებ ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის უფლებები საკმაოდ შეკვეცილია, არ არის საჭირო საერთო-სახალხო არჩევნების ჩატარება მის ასარჩევად.

 

 

„დღეს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ შეკვეცილია და ეს ინსტიტუტი დიდ ძალაუფლებას არ ფლობს, რის გამოც პრეზიდენტის ასარჩევად საერთო-სახალხო არჩევნების ჩატარება საჭიროდ არ მიმაჩნია და ძალიან ბევრი ადამიანიც სწორედ ასე ფიქრობს", - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი