logo_geo
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციურ ძალებს დღეს გამარჯვების რეალური შანსი არ აქვთ
- +

25 სექტემბერი. 2017. 18:01



ერთ თვეში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია და პოლიტიკური პარტიები ელექტორატის ყურადღების მიპყრობას სხვადასხვა გზით ცდილობენ. ვის რა შანსი აქვს არჩევნებზე და რა ტიპის ელექტორატზე აკეთებენ აქცენტს პარტიები, ამ საკითხზე ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ვერსიასთან" ინტერვიუში იმსჯელა.

 

„საკითხები, რომლებზეც წინასაარჩევნოდ საუბრობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემატიკას სცდება და ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, პარტიები ამ პერიოდს ადგილობრივი კი არა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ელექტორატის მოსაზიდად იყენებენ. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ეს სწორი მიდგომაა, რადგან ოპოზიციურ ძალებს დღეს გამარჯვების რეალური შანსი არ აქვთ. შეიძლება, საკრებულოში რაღაც ადგილები მოიპოვონ, მაგრამ ეჭვი მეპარება, მთლიანად საკრებულო ან მერის თანამდებობა რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ დაიკავოს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი