logo_geo
მამა თეოდორე გიგნაძე: როდესაც ჩიხში შედიხარ და ღმერთი არ გწამს, ფიქრობ სუიციდზე
- +

25 სექტემბერი. 2017. 18:49

 

 

როგორ იპოვა უფლისკენ მიმავალი გზა, უფიქრია თუ არა სუიციდზე და სურს  თუ არა ბერად აღკვეცა - ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა მამა თეოდორე გიგნაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ისაუბრა.


„20 წლამდე ღმერთის სახელი დადებით კონტექსტში გაგონილიც არ მქონდა და საერთოდ არ ვიყავი დაინტერესებული ამ საკითხით. მერე რაღაც მომენტში ცხოვრებისეულ ჩიხში აღმოვჩნდი. როდესაც ჩიხში შედიხარ და ღმერთი არ გწამს, გამოსავალს ვერ ხედავ, ფიქრობ სუიციდზე... მეც მქონდა ეს მომენტი, მაგრამ ერთხელ სრულიად შემთხვევით მოვიდა ჩემთან ადამიანი, რომელმაც ჩემი ამ მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა და ისე, ზოგადად მითხრა, „თურმე არის წიგნი, სახარება,  სადაც ქრისტეს ცხოვრებაა აღწერილი და თუ სახარებისთვის არასდროს ხელი არ მოგიკიდია და პირველად გადაშლი, რა კითხვაც გაწუხებს, ყველაფერზე იპოვი პასუხსო". მაშინ გადავწყვიტე სახარება „მეშოვა", დავიჯერე, რომ ჩიხიდან გამომიყვანდა, თუმცა, ხომ შეიძლებოდა, არ დამეჯერებინა, მაგრამ რატომღაც დავიჯერე, დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვპოულობდი, ჩემს გარშემო არავინ იყო ისეთი, ვისაც ღვთის სახელი წარმოთქმული მაინც ჰქონდა. ერთხელაც გავიგე, რომ ჭიათურაში, ჩემს ერთ მეგობარს ჰქონდა სახარება და წავედი მასთან. ეს  ხდება 1982-83 წლებში, ჩავედი მასთან  და მაგიდაზე დავინახე სახარება, ავიღე, გადავშალე და რომელ მუხლსაც დავხედე, რომ წავიკითხე, ცივ წყალს რომ გადაგასხამენ, ეგ შეგრძნება იყო - ის, რაც წავიკითხე, პირდაპირი პასუხი იყო ჩემი კითხვების, და მაშინ ჩემში უკვე გაჩნდა რწმენა, რომ ღმერთი არსებობს, ამ დღიდან რამდენიმე წელი ღვთის ძიების პროცესში ვიყავი.  ამ რწმენიდან იმ რწმენამდე, რომ  ქრისტე ღმერთია ადამიანად მოსული, 9 წელიწადი დასჭირდა.

 

ბერობას რაც შეეხება, კი მიფიქრია და მაქვს სურვილი, მაგრამ აქ ორი მიზეზია,  მყავს ოჯახი, თუმცა უკვე ასაკში რომ შედიხარ, ნაკლები დაბრკოლებებია, და მეორე ის, რომ მე ტაძრის წინამძღვარი ვარ და ჩემი ნებით არ შემიძლია გადავწყვიტო, თუ არ იქნება ამაზე საუბარი საპატრიარქოდან. თუ იქნება ზემდგომი იერარქიიდან ამ საკითხზე საუბარი, შეიძლება ასეც მოხდეს და წავიდე ბერად", - განაცხადა მამა თეოდორემ.

 

 

 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი