logo_geo
ზაზა სვანაძე: „რუსთავი 2“-ით გაპიარებული ქვეყნის უკან კვლავ რთული სიტუაცია იყო
- +

25 სექტემბერი. 2017. 18:58


 

„იბერია TV"-ს გადაცემა „პრიორიტეტებში" ჟურნალისტმა და რეჟისორმა ზაზა სვანაძემ პიარზე და მის დანიშნულებაზე ისაუბრა.

 

„2000-იანი წლების დასაწყისში ამ სიტყვას „იმიჯმეიკერი" ერქვა, დღეს - „პიარშიკი".  პიარი ახალი მეცნიერებაა და არ აქვს დიდი ისტორია. მედიის განვითარების პარალელურად დასავლურ კულტურაში, არჩევნებისას, როდესაც იყო მარათონი  კანდიდატებს შორის, სჭირდებოდათ პიარი. კომუნისტურ ეპოქაში პიარი საჭირო არ იყო, რადგან მაშინ ჟურნალისტიკა არც არსებობდა. ჟურნალისტის ფუნქცია იყო მხოლოდ სახელმწიფო ინდუსტრიის ქება-დიდება. როცა პოლიტიკური ბრძოლა იწყება, იქ უკვე მიდის ჭიდილი, გადმობირება და ელექტორატის მოზიდვა. ამისათვის საჭიროა საზოგადოების დაინტერესება", - განაცხადა ზაზა სვანაძემ.


ზაზა სვანაძემ აგრეთვე გაიხსენა სააკაშვილისა და შევარდნაძის მმართველობის დროინდელი პიარი.


„დასავლური პიარი პირველად სააკაშვილმა დაიწყო. შევარდნაძის დროს თუ გავიხსენებთ,  ძირითადად მწვავე კითხვები არც ისმებოდა. საარჩევნო მარათონი იყო სხვა ფორმის და  სხვა მოცემულობის. მედია სააკაშვილმა სწორად ჩართო პიარში, თუმცა მისი დიქტატორული სურვილის გამო, სამწუხაროდ, პიარი გადაიზარდა არადასავლურ ფორმებში. სუფთა პიარის თვალსაზრისით, მიშა დასავლურ სტანდარტებს პასუხობდა მისი მმართველობის პირველ წლებში, მაგრამ შემდეგ ეს უკვე აღარ მუშაობდა, რადგან „რუსთავი 2"-ით გაპიარებული ქვეყნის და გალამაზებული ქალაქების უკან კვლავ რთული სიტუაცია იყო", - აცხადებს ზაზა სვანაძე.












 

big_banner
არქივი