logo_geo
მამა თეოდორე გიგნაძე: ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ იგივეა, რაც ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ!
- +

25 სექტემბერი. 2017. 19:18



„იბერია TV-ს" გადაცემა „პრიორიტეტში" მამა თეოდორე გიგნაძემ ისაუბრა რესპუბლიკური პარტიის მიერ შექმნილ ვიდეოკლიპზე, სადაც რესპუბლიკური პარტიის წევრები ეკლესიასთან მიმართებაში საკუთარ პოზიციებს აჟღერებენ.

 

„მიუტევე, მამაო, არ იციან, რას აკეთებენ. მე, როგორც ქრისტეს მღვდელმა, სწორედ ეს შეიძლება ვთქვა ამ შემთხვევაში. ცოდოა ადამიანი, როდესაც ეკლესიას ესხმის თავს. თავდასხმად აღვიქვი არა ის ბრალდებები, რაც კლიპში ითქვა, არამედ განწყობა. იქ იყო რამდენიმე თემა წამოჭრილი - რუსეთის, კრიმინალის და დაფინანსების. მე შემიძლია ამ თემებზე ვისაუბრო და ვიმსჯელო. ზოგზე შეიძლება გამეღიმოს, რადგან, რას ნიშნავს რუსეთის თემა, არ მესმის.  ვიცნობ უამრავ სასულიერო პირს, მაგრამ იქ აგენტი არ მინახავს. რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსება უაღრესად გამჭვირვალე და ყბადაღებული თემაა. ეს თანხები მიდის პირდაპირ განათლებაში. არც ერთი სასულიერო პირის ჯიბეში ეს თანხები არ ხვდება. რაც შეეხება კრიმინალს - ყაჩაღი მღვდელი არ მინახავს. სადაც ადამიანები ვართ, ყველგან პრობლემაა. 12 მოციქულშიც იყო პრობლემა იუდას სახით. მაგრამ როცა პრობლემა ხდება ეკლესიაზე თავდასხმის მიზეზი, ოღონდ ისე, რომ არ არის გაანალიზებული, რას წარმოადგენს ეკლესია ამ შემთხვევაში საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისთვის რა როლი აქვს და რა როლი შეუსრულებია, როცა ამის გაანალიზება არ ხდება, ეს ცუდია. ეკლესია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი არსებობს მუსლიმანიც, ათეისტიც, წარმართიც, მაგრამ საქართველო ანტიქრისტიანული არ არსებობს, ის ყოველთვის იყო ქრისტიანული. ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ იგივეა, რაც ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ", - აცხადებს მამა თეოდორე გიგნაძე.


 მამა თეოდორემ აგრეთვე ისაუბრა ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე.


„ისინი თვლიან, რომ ამით ეკლესია ზარალდება. ეკლესია ამით არ ზარალდება. ზოგადად რესპუბლიკურ პარტიაზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ ჯერ განწყობა უნდა გავიგოთ. მათი განცხადებებით განწყობა უკვე ცნობილია. ძალიან ხშირად ვერ არის დანახული, თუ ეკლესიას რა როლი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. რა თქმა უნდა, ეკლესიაში არსებობს პრობლემები, მაგრამ მთავარია, რა განწყობით წარმოვაჩენთ. რა გვინდა - პრობლემები არ იყოს თუ პრობლემების გამო ეკლესიას დავარტყათ? - სწორედ ამაშია საქმე", - აცხადებს მამა თეოდორე.











 

big_banner
არქივი