logo_geo
პაატა გულიაშვილი: „რუსთავი 2“-ს ამის ანაზღაურება მოუწევს!...
- +

26 სექტემბერი. 2017. 11:27


მსახიობი პაატა გულიაშვილი „რუსთავი 2"-დან გაათავისუფლეს. „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში გულიაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემების გამო, საშუალება არ ჰქონდა, რომ მისი ანაზღაურება დაეფარა.

 

„15 წელია, ტელევიზიაში ვარ და ასე მარტივი არ არის მის გარეშე ცხოვრება ჩემთვის. მხოლოდ ანაზღაურებაზე არ მაქვს საუბარი. „რუსთავი 2"-ს ბოლო პერიოდში არ ჰქონდა საშუალება, მთლიანად დაეფარა ანაზღაურება, მაგრამ არასდროს გამომითქვამს პროტესტი.

 

დაახლოებით სამი-ოთხი თვე ხელფასის 50 პროცენტს ვიღებდი. ნელ-ნელა აგინაზღაურებთო, მეუბნებოდნენ. ასე რომ, ტელევიზიას ჩემი ვალი მართებს. აგრეთვე, ჩაწერილი მაქვს 12 სერია ახალი სერიალის, რომელიც გავა „კომედი არხზე" და ამის ანაზღაურებაც მოუწევთ...

 

ზოგადად, კონფლიქტური ტიპი არ ვარ, არც პოლიტიზებული ადამიანი ვარ. რატომღაც ვიღაცები პოლიტიკას აწერენ ჩემს გამოშვებას „რუსთავი 2"-დან. მავანმა და მავანმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თავად განსაჯეთ. „კომედის" ბიჭებთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს დღემდე. თუმცაღა ამ ტელევიზიაში არიან ადამიანები, ვისაც, ალბათ, არ უნდოდა ჩემი იქ ყოფნა. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს", - განაცხადა პაატა გულიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი