logo_geo
პეტრე მამრაძე: ოპოზიციას კარგი კონსტიტუცია კი არ აინტერესებს, არამედ ის მუხლები, როგორ შეძვრნენ პარლამენტში
- +

26 სექტემბერი. 2017. 14:20


„მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო საკითხებზე ისაუბრა. მამრაძის შეფასებით, დღევანდელ ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ „შეძვრნენ პარლამენტში".

 

„ამ საკონსტიტუციო ჭიდილში ძალიან შეირცხვინა თავი დღევანდელმა ოპოზიციამ, აქ მე ცალკეულ პიროვნებებს არ შევეხები, მთელმა მოსახლეობამ დაინახა, რომ მათ პროგრესული, კარგი კონსტიტუცია კი არ აინტერესებთ, არამედ კონსტიტუციის ის მუხლები, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. ამ ოპოზიციამ კარგა ხანია დაამტკიცა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა თავისი კეთილდღეობისათვის სურთ, რომ ჰქონდეთ შავი ჯიპები, დიდი შემოსავალი და თავისი ბიზნესი დაცული. როდესაც ჩვენი ვაი-პრეზიდენტი გამოდის და ამბობს: „აი, ტექსტი, რომელზეც კონსენსუსი მიღწეულია 20 პოლიტიკურ პარტიასთან", ეს ხომ ანეკდოტია, რომ საქართველოში არის 20 პოლიტიკური პარტია, რომელთანაც კონსენსუსია მიღწეული და აბა, დანარჩენი 241 სად არის? თუ არ ვცდები, 261 პარტია იყო რეგისტრირებული. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ადამიანური, სოციალური რესურსი არ არის, რომ რეალურად 4-5 პარტიის მეტი არსებობდეს. მარგველაშვილს მრავალჯერ ჰქონდა საშუალება, პრინციპული პოზიცია დაეჭირა და ამ არაფრისმომცემ ვეტოებს არ გადაჰყოლოდა, მაგრამ თავისი ახალგაზრდობის მეგობრების სურვილებს გადაჰყვა და მათ დავალებებს ასრულებს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი